
დეკანოზმა პეტრე კოლხმა გადაცემა „პროფილში“ განაცხადა, რომ აქციაზე „ჩვენი თავისუფლებისთვის“ მხოლოდ იმ მიზეზით არ წავიდა, რადგან ის არის ეკლესიის წევრი და ეკლესიამ ყველა სასულიერო პირს აუკრძალა აქციაზე ყოფნა.
„მომავალი თაობა, ჩემი შვილის თაობა ბევრად უფრო განათლებული, ჭკვიანია და ბევრად უფრო ჩამოყალიბებეულია, ვიდრე ჩვენ. ჩემი შვილი აქციაზე იდგა, ვეუბნებოდი, იქნებ დაბრუნდე სახლში, მაგრამ სიმართლე გითხრათ, გულის სიღრმეში ვეთანხმებოდი, რომ ის აქციაზე იდგა. მე არ წავედი აქციაზე ერთადერთი მიზეზის გამო, მე ვარ ამ ეკლესიის წევრი და ეკლესიამ აუკრძალა ყველა სასულიერო პირს იქ მდგარიყო აქციაზე“,-თქვა დეკანოზმა გადაცემაში.