Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სირიამ აფხაზეთთან ერთად სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაც ცნო

29 მაისი, 2018 14:02

სირიამ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად ცნო, რისთვისაც მარიონეტული ხელისუფლების ლიდერი ანატოლი ბიბილოვი სირიის ხელისუფლებას მადლობას უხდის.

„ყველას სჭირდება ახალი მეგობრები, მით უმეტეს იმ ქვეყნებს, რომლებიც მძიმე პირობებში აღმოჩნდნენ, შეეჯახნენ სამხედრო აგრესიასა და ტერორიზმს. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ჩვენს ქვეყნებს შორის, დარწმუნებული ვარ, სასარგებლო იქნება სირიისა და სამხრეთ ოსეთისთვის“, - აცხადებს ბიბილოვი.

ბიბილოვის თქმით, ის მზადაა, სირიასთან დაამყაროს ყველაზე ახლო და მეგობრული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები. „ეს არის იმ იმ შეუქცევადი პროცესის ნაწილი, რომელიც 2008 წელს ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა - რუსეთის ფედერაციამ დაიწყო. დარწმუნებული ვარ, ყოველ წელს სულ უფრო მეტი ქვეყანა გაითვალისწინებს იმ პოლიტიკურ რეალობას, რომელიც ამიერკავკასიაში შეიქმნა“, - აცხადებს ბიბილოვი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^