Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„როცა დიაგნოზი გავიგე ხელი ჩავიქნიე ცხოვრებაზე“- გამოჯანმრთელებული პაციენტის ისტორია

29 მაისი, 2018 15:02

სიმსივნის დიაგნოზი ქ-ნი ნესტანისთვის უეცრად  თავს დატეხილი განსაცდელი აღმოჩნდა.  ერთ დღეში შეცვლილი ცხოვრება და ფიქრი მხოლოდ სიკვდილზე, რომელიც ცხოვრებაში დასახულ გეგმებს, მომავალს, სიცოცხლეს აუხდენელ ოცნებად ტოვებდა. დღეს კი ხვდები... მეტიც, დარწმუნებული ხარ, რომ არა სიკვდილი, სიცოცხლეში ყველაფერი მარტივად მიღწევადია.

 „როცა ჩემი დიაგნოზის შესახებ გავიგე ისეთი სტრესი მქონდა, რომ არავისთან კონტაქტის სურვილი არ მქონდა და საჭმელზეც უარი ვთქვი. საერთოდ საუბარი არ მინდოდა არავისთან, მით უმეტეს, ამ საკითხზე. არანაირ მკურნალობას არ ვაპირებდი და მოკლედ, რომ ვთქვა ხელი ჩავიქნიე ცხოვრებაზე...

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გასული წლის სექტემბერში თავი შეუძლოდ ვიგრძენი წავედი თბილისში. დიაგნოზი რამდენიმე ექიმთან გადავამოწმე, სამწუხაროდ, ყველას პასუხი იყო - საშვილოსნოს ყელის კიბო!“

ნესტანმა ახლობლების რჩევით, მკურნალობა ქუთაისში დაიწყო: „ბევრი ვიფიქრე რომელ სამედიცინო ცენტრზე გამეკეთებინა არჩევანი, ისეთ სპეციალიზებულ კლინიკას ვეძებდი, სადაც  გამოცდილი ონკოლოგების გუნდი და უახლესი სამედიცინო აპარატურა დამხვდებოდა. ერთადერთი ვინც გადამარჩენდა იყო ექიმი. მხოლოდ მის მიერ დანიშნულ სწორ მკურნალობას შეეძლო ჩემთვის ცხოვრება გადაერჩინა“.

მკურნალობის ამ მძიმე დღეებში ნესტანთან ერთად იბრძოდნენ  მისი პირადი ექიმები, ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრის ონკოლოგი მარიამ კუხალაშვილი და სხივური თერაპევტი დიანა კაჭარავა, სწორედ მათ შეძლეს დაერწმუნებინათ პაციენტი, რომ ერთად დგომით ბრძოლას აზრი ჰქონდა და მკურნალობის შემთხვევაში  შედეგს აუცილებლად მიაღწევდნენ.

 „ექიმის და პაციენტის საერთო ძალისხმევით მაქსიმუმის მიღებაა შესაძლებელი. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ექიმის ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შეასრულებას. მე ვერ გეტყვით ფორმულას, როგორ უნდა შეძლოს ექიმმა პაციენტის დარწმუნება იმაში, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ექიმის ყველა სამედიცინო უნარ–ჩვევა ლავირებს იმის მიხედვით, თუ რა მდგომარეობაშია პაციენტი, რა პრობლემა აქვს – ფსიქოლოგიური, ფიზიკური და ა.შ„ - აღნიშნა მარიამ კუხალაშვილმა.

„ჩატარებული მკურნალობის შემდეგ მიღებული პასუხები თავდაპირველად პაციენტისთვის  დაუჯერებელი იყო. საბოლოო დიაგნოზის თანახმად ორგანიზმში ნესტანს სიმსივნე აღარ აღინიშნებოდა. თქვენ კიბო დაამარცხეთ! - ამ სიტყვების მერე პაციენტს დღეების, ხშირად თვეების განმავლობაში დაკარგული ყველა გრძნობა წამიერად უბრუნდება: უხარია, უყვარდება, შივდება, წყურია, ის მთელი სხეულით გრძნობს სიცოცხლეს და ამ ემოციას ჩვენც მასთან ერთად ვიზიარებთ. ამაზე დიდი ბედნიერება ექიმისთვის არ არსებობს, “ - ამბობს დიანა კაჭარავა.

6 კვირიანი მკურნალობის კურსის, ქიმიო და სხივური თერაპიის და ბოლოს, 2018 წლის იანვარში ჩატარებული ოპერაციის შედეგად ნესტან ღიბრაძე თავს კარგად გრძნობს. მან შეძლო და კიბო დაამარცხა. ახალშეძენილი სიცოცხლე, ხვალინდელი დღე მისთვის გაასმაგებული სიხარულია, ვიდრე ეს 1 წლის წინ იყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^