Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო ► თელასის თანამშრომლები ასფალტს წვიმაში აგებენ

29 მაისი, 2018 15:18

თბილისში, გუნიას ქუჩაზე „თელასის" თანამშრომლები ასფალტს წვიმაში აგებენ. 

შესაბამისი ვიდეო Facebook-ზე აქტივისტმა ნატა ფერაძემ ატვირთა. ვიდეოში ჩანს, რომ მიუხედავად მითითებისა, რომ წვიმაში დაგებული ასფალტი გაფუჭდება, „თელასის" თანამშრომლები საქმიანობას მაინც განაგრძობენ. 

„ლიბერალს" თბილისის მერიაში უთხრეს, რომ ადგილზე მივიდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები და ასფალტის დაგება ამ დროისთვის შეჩერებულია. 

„ამ სამუშაოებს აკეთებენ „თელასის" თანამშრომლები. საკომუნიკაციო ქსელი შეცვალეს. ქსელს აწყობდნენ და, შესაბამისად, ნებართვა ექნებოდათ ყველა შემთხვევაში. უნდა გადააგონ გზა, რაც ათხარეს და ამ დროს ეტყობა, წვიმამ მოუსწრო. ამ დროისთვის შეჩერებულია სამუშაოები. ზედამხედველობის სამსახური გავიდა უკვე ადგილზე. მერია არ აკეთებს ამ სამუშაოებს" - ამბობენ მერიაში.

მერიის ზედამხედველობის სამსახურში კი ამბობენ, რომ თუკი ასფალტი ერთი წლის ვადაში დაზიანდება, „თელასს" 10 დღე მიეცემა დაზიანებული გზის აღსადგენად.

„თუ არ მოიყვანენ წესრიგში, შესაბამისი რეაგირების საფუძველზე ჯარიმდებიან" - უთხრეს „ლიბერალს" მერიაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^