Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობას გაწყვეტს

29 მაისი, 2018 15:24

საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების გამო.

სამინისტროს განცხადებით, ასადის რეჟიმმა ამ ნაბიჯით მხარი დაუჭირა რუსულ აგრესიას და უგულებელყო სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა. საპასუხოდ, საქართველომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის პროცესი დაიწყო.

„ამ ქმედებით ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციას, წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას. სირიის რეჟიმმა უგულებელყო სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისო ნორმები.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველომ დაიწყო პროცესი სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადოდ შეაფასოს ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება და მიიღოს ზომები აღნიშნული ქმედებების საპასუხოდ.

სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების შესახებ ინფორმაცია დე ფაქტო რესპუბლიკებმა დღეს გაავრცელეს.

„გილოცავთ ყველას! გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ეს არის არაჩვეულებრივი  საჩუქარი!“, - წერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე.

სირიის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმაც. „ყველას სჭირდება ახალი მეგობრები, მით უმეტეს იმ ქვეყნებს, რომლებიც მძიმე პირობებში აღმოჩნდნენ, შეეჯახნენ სამხედრო აგრესიასა და ტერორიზმს. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ჩვენს ქვეყნებს შორის, დარწმუნებული ვარ, სასარგებლო იქნება სირიისა და სამხრეთ ოსეთისთვის“, - აცხადებს ბიბილოვი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^