ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსმა განცხადება გაავრცელა სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების შესახებ.
„ლიეტუვა გმობს კრემლის კონტროლის ქვეშ მყოფი ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ცინიკურ ხელყოფას. სრული სოლიდარობა საქართველოს. ვინც ამ მორიგ საერთაშორისო სამართლის ვულგარული დარღვევის უკან დგას, პასუხი უნდა აგოს“, - წერს ლინკევიჩუსი Twitter-ზე
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. სამინისტროს განცხადებით, ასადის რეჟიმმა ამ ნაბიჯით მხარი დაუჭირა რუსულ აგრესიას და უგულებელყო სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა. საპასუხოდ, საქართველომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის პროცესი დაიწყო.