ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძემ) ოძეკის ფიცი ოფიციალურად დადო.
sportall.ge-ს ინფორმაციით, თბილისის დროით დილის ექვს საათზე იაპონიის დედაქალაქში, ტოკიოში დენტაცუშიკის რიტუალი შედგა, რაც ოძეკის წოდების მინიჭებასა და ოფიციალურ ნათლობას გულისხმობს.
ტოჩინოშინმა ტიტულის მისაღებად ფიცი წარმოთქვა და პირობა დადო, რომ ღირსეულად დაიცავს ოძეკის წოდებას. ასევე, აღნიშნა, რომ თავდაუზოგავად ივარჯიშებს, რათა გახდეს სანიმუშო მებრძოლი.
ოძეკი ქართულად ნიშნავს ჩემპიონს და იგი სუმოს იერარქიის უმაღლესი წოდებააა, იოკოძუნას (ანუ უძლეველი ჩემპიონის) შემდეგ.
ტოჩინოშინი პირველი ქართველი და მესამე ევროპელი სუმოისტია, ვინც ეს წოდება მიიღო.