Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტყიბულში 6 დაღუპული მუშის შემდეგ კიდევ 2 მეშახტე დაშავდა

30 მაისი, 2018 12:49

ტყიბულში 5 აპრილს დაღუპული 6 მეშახტის შემდეგ კიდევ ორი მუშა დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია „საქნახშირის“ წარმომადგენელმა დავით რობაქიძემ დაადასტურა.

„ლიბერალმა“ გუშინ პროექტის - „მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისთვის“ ტყიბულში დისკუსია მოაწყო თემაზე - აქვს თუ არა ტყიბულს ალტერნატიული განვითარების შესაძლებლობა.

შეხვედრას მერის მოადგილესთან ერთად „საქნახშირის“ წარმომადგენელიც ესწრებოდა. სწორედ მას ჰკითხეს დისკუსიაზე დამსწრე მუშებმა, რამ გამოიწვია ერთი კვირის წინ კიდევ ორი მუშის დამარცხება.

ეს ინფორმაცია მედიისა და საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო, რადგან, როგორც მუშები ამბობენ, სასწრაფო არ გამოიძახეს და თავად კომპანიის წარმომადგენლებმა წაიყვანეს მუშები ქუთაისის საავადმყოფოში.

„საქნახშირის“ შრომის დაცვის, ეკოლოგიისა და ტექნიკური უსაფრთხოების დირექტორმა, დავით რობაქიძემ თქვა, რომ მართლაც დამარცხდა შახტში უბნის უფროსი და ერთი მუშა.

„ჩემი ინფორმაციით რა მოხდა -  სადაც მუშაობდნენ მუშები იქ  45-გრადუსიანი დახრილი ადგილებია და ამ ადგილზე  ბურღვითი სამუშაობისას,  მოხდა იატაკის მოცურება. ისინი რაზეც იდგნენ გამაგრებული ნაწილიდან ქვედა ნაწილში წაიყვანა ქვანახშირის მასამ. იქ რაღაც პროცესები იყო მანამდე რაც ჩემი აზრით ხელმძღვანელ, უფლებამოსილ პირს აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა.

სასწრაფო რატომ არ გამოიძახეს? - მე როგორც ვიცი იყო რაღაც შეფერხება ამიტომ ჩვენი მანქანით გადავიყვანეთ. ერთს ჰქონდა თავზე პატარა ჭრილობა რომელიც ადგილობრივად, ჩვენ მედპუნქტი გვაქვს და იქ დაუმუშავდა. შემდგომ გადავიყვანეთ ქუთაისში. ახლა გამოწერილები არიან და სახშლი გადიან მკურნალობას, მოძრაობა შეუძლიათ, მაგრამ რეკომენდაციაა წოლით მდგოამრეობაში იყვნენ. ვსწავლობთ ამ შემთხვევას, „- ამბობს დავით რობაქიძე.

„ლიბერალმა" ფონდ „ღია საზოგადოების" მხარდაჭერით დაიწყო პროექტი მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისთვის.

ტყიბულში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობენ: ტყიბულის მერის პირველი მოადგილე გიორგი ლომთაძე, „საქნახშირის“ შრომის დაცვის, ეკოლოგიის და ტექნიკური უსაფრთხოების დირექტორი დავით რობაქიძე, ყოფილი მეშახტე ლევან ბეშკენაძე, მხატვარი და აქტვისტი ლუიზა ლაფერაძე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^