Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„არა ოკუპაციას, რუსეთი სირია!" - 2 ივნისს პარლამენტთან აქცია იგეგმება

30 მაისი, 2018 14:32

სირიის რეჟიმის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის გასაპროტესტებლად 2 ივნისს, 19:00 საათზე აქცია იგეგმება

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დღეს კიდევ ერთხელ მოხდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შებღალვა.

„რუსეთის მარიონეტად ქცეულმა სირიის ხელისუფლებამ, რუსეთის მთავრობის წაქეზებით აღიარა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, 

რაც კიდევ ერთი მტრული ნაბიჯია რუსეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით.
ორგანიზაცია ახალი ანაბეჭდი/New Imprint და მოძრაობა მესამე ოპოზიცია მოგიწოდებთ, რომ კვლავ გამოვიჩინოთ ერთობა და სიმტკიცე.

გელით ყველას რუსთაველის გამზირზე!

ავიმაღლოთ ხმა რუსეთის ზღვარსგადასული ქმედების წინააღმდეგ!

ვინც ფიქრობთ, რომ ჩვენი აქციით არაფერი შეიცვლება, ცდებით !

დამთავრდეს შიში ხმის ამოღებისა!

ახლა, როგორც არასდროს, ისეა საჭირო ერის გაერთიანება.

მოგიწოდებთ ყველას, განურჩევლად ეროვნების, სარწმუნოების, ასაკის, სქესის, მსოფლმხედველობისა და ორიენტაციისა, მოხვიდეთ და დადგეთ თქვენი ქვეყნის სახელით, თქვენივე ქვეყნისთვის ბრძოლაში!

ასევე, მოვუწოდებთ სხვა არასამთავრობოებსა და მოძრაობებს, შემოგვიერთდნენ ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში!", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^