IRI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს ინსტიტუციების რეიტინგში ყველაზე დიდი მოწონებით მართლმადიდებელი ეკლესია - 84%-ით სარგებლობს. მეორეა ქართული არმია - 83%; მესამე კი ქართული მედია - 68%. პოლიცია 50%-ს მოსწონს, 43%-ს კი არ მოსწონს.
თუ აღნიშნულ შედეგს IRI-ის 2016 წლის მარტი-აპრილის კვლევის შედეგებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის რეიტინგი 5%-ით დაეცა.
კვლევა ჩატარდა ბალტიის / გელაპის ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემები შეგროვდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონდე საქართველოს 1500 მოქალაქე. რესპონდენტთა გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5%.