გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან 3 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და დროგამოშვებით ქარის გაძლიერება.
სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია, მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს.