რამდენიმე წუთის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნების მიმართ სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსამართლემ ორივე ბრალდებული გაამართლა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ მოსამართლემ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო, ხოლო სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გაამართლა.
კერძოდ, ერთი ბრალდებული სარალიძის ნაწილში გამართლდა, ხოლო მეორე ბრალდებულს სარალაძის ნაწილში მუხლი შეუცვალეს. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, მუხლი განზრახ მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობად გადაკვალიფიცირდა.
"დადუნაშვილის ნაწილში გამტყუნდა. სარალიძის ნაწილში ფაქტიურად მვკლელი დადგენილი არ არის და ჩვენც გაგვიჩნდა პროტესტის განცდა" - განაცხადა ადვოკატმა.