
„პირველ რიგში დიდი მადლობა თანადგომისთვის. მივმართავ გიორგი გახარიას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჩემი მეგობრები. ერთ საათში ჩემი მეგობრები იყვნენ ჩემ გვერდში. 51-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციას მივმართავ, გამოუშვას ბავშვები სკოლიდან. საათებია, ველოდებით შოთაძეს. როგორც ჩანს, შოთაძე არ აპირებს ჩვენთან მოლაპარაკებას და იქ ჩვენ შეშვებას. მივმართავ ქართველ ხალხს, 7-ზე ყველა დამიდექით გვერდზე, მთავარი პროკურატურის შენობასთან" - ამის შესახებ ზაზა სარალიძემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა მთავარი პროკურატურის წინ, სადაც ადამიანები დღეს სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ შეიკრიბნენ. ზაზა სარალიძე თავისი მხარდამჭერების გათავისუფლებას და შოთაძის, საქმის გამომძიებელი პროკურორებისა და მირზა სუბელიანის დაკავებას მოითხოვს.