
ცოტა ხნის წინ პარლამენტის წინ, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზვიად კუპრავამ აქციის მოთხოვნები გაახმოვანა. მისი თქმით, თანამდებობები დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ მოსამართლეებმა: ლევან მურუსიძემ (სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე), მიხეილ ჩინჩალაძემ (სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე) და ნინო გვენეტაძემ (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე):
„წამზომი ჩართულია! ჩვენ ვთქვით რომ დავიწყეთ სისტემის ნგრევა, სისტემის ნგრევისთვის არამხოლოდ შოთაძე, არამე ყველა აგურია ჩამოსადგები, რომელიც არის კედლის შემადგენელი ამ ძალადობრივი სისტემის. ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიზანი, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს თავისუფალი მართლმსაჯულება.
სისტემის ნგრავისთვის აუცილებელი პირობები და გვარებია, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა იქნან დათხოვნილები თავიანთი თანამდებობიდან, ეს გვარებია: მურუსიძე გადადგეს, მას მიჰყვეს ჩიჩალაძე, დაუყოვნებლის და სასწრაფოდ გადადგეს გვენეტაძე, მას მიჰყვეს სუბელიანი. როდესაც ეს მოთხოვნები შესრულდება ჩვენ ჩავთვლით, რომ სისტემა მნიშვნელოვნად ჩამოვშალეთ“.
ასევე, კუპრავას განცხადებით, მათი მოთხოვნაა, ზაზა სარალიძის ხელმძღვანელობით შეიქმნას სამოქალაქო ჯგუფი, რომელიც სხვა და სხვა პროფესიის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება და სწორედ ამ ჯგუფმა შეარჩიოს პროკურორობის ახალი კანდიდატი, რომელსაც შემდეგ პარლამენტი დანიშნავს. მისივე თქმით, პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა ის პირი, ვინც „ბავშვების საქმის ფალსფიცირებაში მონაწილეობდა“.