Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო►მაჩალიკაშვილი: მეუბნებიან, ეს რატომ განაცხადეო, შესაძლოა, ემოციურად გამომივიდა

01 ივნისი, 2018 16:49

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა  ჟურნალისტებთან გუშინ მის მიერ აქციაზე გაჟღერებულ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა. 

გუშინ მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ რამდენიმე ადამიანთან ერთად მას გადაწყვეტილი ჰქონდა სუს–ში თავის აფეთქება, დღეს კი განმარტა, რომ ეს ემოციების გამო თქვა. 

„დიდ ღმერთს ვფიცავარ, ალაჰს ვფიცავარ,  თემირლანს რომ მოსვლოდა საქართველოს წინააღმდეგ რაიმეს გაკეთება აზრად, ჩემი ხელით დავახრჩობდი. მე ათასჯერ ჩავხედე სიკვდილს თვალებში, მე არ ვარ ის ადამიანი... მე ჩეჩენი კაცი ვარ, ქართული კულტურით გაზრდილი. მე სხვა ადამიანებისგან განსხვავებით მიყვარს ეს საქართველო. 

მე ორჯერ მომიკლეს შვილი, ჩემთვის მოკვლაზე უფრო მძიმე მისი ტერორიზმში დადანაშაულებაა. ერთი წელი გარეთ არ გამოსულა. ფული შევაგროვე, რომ ოპერაცია გაეკეთებინა და გარეთ გამოსულიყო. ამათ კიდევ საწოლში ჩამიცხრილეს და ტერორიზმში დაადანაშაულეს. ამის მერე კიდევ მეუბნებიან, ეს რატომ თქვიო, ეს განცხადება რატომ გააკეთეო.  ამ მუსლიმ კაცს თუ რაღაც წამომცდა, ამაზე კუდი მოაბეს. 

 ეს არ არის კარგი საქციელი. შესაძლოა, ემოციურად გამომივიდა. შესაძლოა,  ნებისმიერი ჩემს ადგილას ასე მოქცეულიყო, მაგრამ ეს რომ ჩემს ჩეჩენ ხალხს გაეკეთებინათ ჩემთვის, მე მართლა ავიფეთქებდი თავს და  თემირლანს გავაყოლებდი ერთ ათას ადამიანს, მაგრამ მე ქართველ ხალხს არ გავუკეთებ და არც გავუკეთებდი“, -თქვა მაჩალიკაშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^