აქციის მონაწილეებს ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, პეტრეს წერილი გააცნეს. მან თანადგომა გამოუცხადა ზაზა სარალიძეს და ყველა შვილმკვდარ მშობელს.
მისი თქმით, სახეlმწიფომ ბოლომდე ვერ დააღწია საბჭოთა კავშირს და ვერ დააღწია თავი ფარისევლობას.
მიტროპოლიტმა მადლობა გადაუხადა სარალიძეს, „რადგან მას შერჩა ძალა უსამართლობის წინააღმდეგ საბრძოლველად“.
„თანადგომას ვუცხადებ მას და ვადასტურებ ქვეყანაში არსებულ სისტემურ პრობლემებს, რომელიც დაუყოვნებლივ შესაცვლელელია“, - ნათქვამია მიტროპოლიტ პეტრეს წერილში.