პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩიკლაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშილი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე გამოჩნდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მისი დევნა და თვალთვალი დაიწყო.
ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა. ის ასევე არ გამორიცხავს, რომ სუსი მისთვის იარაღის ჩადებას აპირებს.
„შიშით კი არ მეშინია მაგათი, მარტო, რომ ვარ, როგორც ჩაუდეს თემირლანს, მეშინია, რომ რაღაც არ ჩამიდონ ან „ლიმონკა“ იქნება ან იარაღი იქნება, რომ გამაჩერონ ან დამაკავონ. რაღაც იარაღი, ალბათ, უფრო დამაჯერებელი იქნება, მაგათი აზრით... მცდელობები არის ძალიან, ვიცი, ამას ვხედავ და ვხვდები ყველაფერს. როგორ კი აქციები დაიწყეს, მას შემდეგ ხდება ეს,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.