„გარკვეული მიმართულებით იკვეთება ახალი გარემოებები“, - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების შესახებ რამდენიმე მოზარდი დაიკითხა.
დანაშაულის შეუტყობინებლობისა და მოწმეებზე ზეწოლის მიმართულებით მიმდინარე გამოძიებაში მოზარდები მოწმის სახით დაიკითხნენ. მისი თქმით, საქმის ირგლივ ახალი დეტალები იკვეთება, თუმცა ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერებიდან გამომდინარე, კონკრეტულ ინფორმაციას ვერ იტყვის.
„გარკვეული ახალი დეტალები ჩვენთვის ცნობილი გახდა და დაწრმუნებული ვარ, რომ უფრო მეტი ახალი დეტალი გახდება ცნობილი, უბრალოდ ეს დამოკიდებულია დროზე და იმ საგამოძიებო მოქმედებებზე, რომელსაც ჩვენ უახლოეს მომავალში განვახორციელებთ“, - აღნიშნა ბორცვაძემ.
მისი თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების საქმეში უმთავრესი პრობლემა და გამოწვევა იყო, ის, რომ მოწმეები, ვინც გარკვეულ ინფორმაციებს ფლობდნენ ამ საქმეზე, არ თანამშრომლობდნენ და არ აწვდიდნენ ინფორმაციას გამოძიებას.