მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე მივიდა. მისი თქმით, მან მისი შვილის მეგობრები დაინახა აქცია და იქ ყოველთვის იქ იდგება სადაც მისი მეგობრები არიან.
"ჩემი შვილის მეგობრები სადაც იქნებიან, იქ მივალ მეც", - თქვა სარალიძემ.
აქციის მონაწილეები მას მიმართავენ, რომ გაემიჯნოს ის პოლიტიკურ პარტიებს.
ვაკის პარკში „სოლიდარობა პოლიტიკოსების გარეშე“ - აქცია იმართება.
„ნათლად ჩანს, რომ მიმდინარე აქციებით პოლიტიკური ჯგუფები სარგებლობენ და პროცესები არასწორი დინებით მიჰყავთ. აქედან გამომდინარე, მოქალაქეების დიდი ნაწილი ვერ და არ გავდივართ ამ აქციაზე. ჩვენი ინიციატივაა, შევიკრიბოთ და მშვიდობიანად გამოვხატოთ ჩვენი აზრი, პოლიტიკური სარჩულებისა და ვინმესთვის სარგებლის მოტანის გარეშე. ჩვენ შვილმოკლული ოჯახების გვერდით ვართ, სწორედ ამ თანადგომის გამოსახატად, ვაპირებთ შევიკრიბოთ ვაკის პარკში,რათა ჩვენი ხმა ყველგან ისმოდეს.
ჩვენ არ ვართ არცერთი პოლიტიკური ჯგუფისა თუ რაიმე ორგანიზაციის წარმომადგენლები. ვართ რიგითი მოქალაქეები მეგობრები და გვინდა, ჩვენი აზრის პოლიტიკური სარჩულის გარეშე დაფიქსირება“,- ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.
როგორც თავდაპირველად დაანონსდა, აქცია გუშინ მრგვალ ბაღთან უნდა გამართულიყო, თუმცა ამინდის გაუარესების გამო გადაიდო.
დღეს 6 საათზე პარლამენტის შენობასთან პოლიტიკურმა პარტიებმა დაანონსეს აქცია.