ზაზა სარალიძემ ვაკის პარკის პარკში მიმდინარე აქცია „სოლიდაროდა პოლიტიკოსების გარეშე" დატოვა. სანამ სარალიძე დატოვებდა ტერიტორიას, აქციაზე მივიდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელმაც განაცხადა, რომ სარალიძე გადაიღალა და ის სახლში უნდა წასულიყო.
აქციის მონაწილეებში ნინო ლომჯარიას გამოჩენას უკმაყოფილება მოჰყვა. მათ მიაჩნიათ, რომ ლომჯარიამ სარალიძე ვაკის პარკის აქციიდან წაიყვანა. „სოლიდარობა პოლიტიკოსების გარეშე" აქციის წევრები ცდილობდნენ სარალიძის დარწმუნებას, რომ მას აქცია არ დაეტოვებინა.
ამ მოვლენებამდე კი ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რომელ აქციაზე იქნებოდა ზაზა სარალიძე საღამოს - მან ცალსახა პასუხი არ გასცა და აღნიშნა, რომ „ზუსტად 6 საათზე ვნახავ, რამდენ ადამიანს შეტკივა გული ბავშვებზე აქ [ვაკის პარკში]", - განაცხადა სარალიძემ.
ვაკის პარკში აქციის მონაწილეები ისევ რჩებიან, მათი თქმით, დაშლას არ აპირებენ და ელოდებიან სტუდენტების შეერთებას.