Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზვიად კუპრავა: სარალიძე აქციაზე მოვა თუ არ მოვა, პროტესტი გაგრძელდება

03 ივნისი, 2018 18:33

პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებული აქცია იწყება. ამ დროისთვის ზაზა სარალიძე აქციაზე არ იმყოფება. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზვიად კუპრავამ განაცხადა, აქცია გაგრძელდება ზაზა სარალიძესთან ერთად ან მის გარეშე. 

ჟურნალისტების კითხვაზე მივა თუ არა დღევანდელ აქციაზე ზაზა სარალიძე, კუპრავამ უპასუხა, რომ ,- „თუ ჩათვლის საჭიროდ მოვა, თუ არ ჩათვლის საჭიროა არ მოვა, არ ვაწუხებ“.

მისივე თქმით, ამის მიუხედავად პროტესტი გაგრძელდება:

„რა თქმა უნდა პროტესტს რა შეწყვეტს, საქართველოში პროტესტი შეწყდება? საქართველოში პროტესტი არ უნდა შეწყდეს მანამ, სანამ ივანიშვილის რეჟიმი იქნება ამ ქვეყანაში“,- უთხრა მან ჟურნალისტებს. 

ზაზა სარალიძემ ვაკის პარკში მიმდინარე აქცია დატოვა, არსებული ინფორმაციით ის სახლში წავიდა. 

პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციურმა პარტიებმა აქციები დაანონსეს. მათი თქმით, ისინი „რეჟიმის დასამხობად“ გააგრძელენ ბრძოლას.
ვაკის პარკში შეკრებილები მოქალაქეები ემიჯნებიან აქციას, სადაც პოლიტიკოსების მონაწილეობენ. „სოლიდარობა პოლიტიკოსების გარეშე“ - ისინი ზაზა სარალიძეს სოლიდარობას უცხადებენ და მოუწოდებენ, რომ მათთან ერთად დარჩეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^