Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„თავისუფალი დემოკრატები" ოპოზიციური პარტიების აქციას არ უერთდებიან

03 ივნისი, 2018 19:38

„ყოვლად გაუმართლებელი და მცდარია ის, რაც ახლა ხდება რუსთაველის გამზირზე, სადაც ადამიანების, ხალხის ხალასი პროტესტი ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენა. მსგავს აქციას ჩვენ, ცხადია, არ ვუერთდებით", - ამის შესახებ განცხადებას პარტია „თავისუფალი დემოკრატები" ავრცელებენ.

„საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში არაერთხელ დავრწმუნდით, რომ უსამართლობის ჩამდენი ხელისუფლების შეცვლა ადამიანს და საზოგადოებას არ იცავს ახალი უსამართლობისგან, რომელსაც ახალი ხელისუფლებები სჩადიან. აშკარაა, რომ საბჭოთა კავშირიდან მემკვიდრეობით მიღებული როგორც მენტალიტეტი, ასევე სამართალდამცავი და ძალოვანი სისტემა ხელისუფლებებს ისე იცვლის, როგორც გველი ტყავს, თვითონ კი არსებითად უცვლელი რჩება. ამიტომ უნდა დავადგეთ ახალ გზას და აღარ გავიმეოროთ ძველი შეცდომა. ჩვენ, პოლიტიკოსებმა, საზოგადოებამ, უსამართლობით აღშფოთებულმა ადამიანებმა ერთად უნდა ვაიძულოთ სწორედ ეს ხელისუფლება, რომ დღესვე დაიწყოს იმ ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც უმოკლეს დროში უზრუნველყოფს დანაშაულებების გამოძიებას, რათ კანონის ძალით დაისაჯოსყველა, ვინც დანაშაული ჩაიდინა ან კანონის წინაშე პასუხისგებას აარიდა დამნაშავე.

ჩვენ ვიცით, რომ რევოლუცია არის ხალხის ენერგიის გაუმართლებელი ფლანგვა! საზოგადოების ძალ-ღონე უნდა მივმართოთ არა ხელისუფლების შეცვლის ერთჯერად აქტზე, არამედ უსამართლობასთან შეურიგებელი ადამიანების ენერგია უნდა მივმართოთ ყოველდღიურ და დაჟინებულ მოთხოვნაზე, რათა ხალხის ფულით დაფინანსებულმა ხელისუფლებამ კონკრეტული ქმედებით აღასრულოს მასზე კანონისა და ხალხის მიერ დაკისრებული ყველა მოვალეობა, შეწყვიტოს ძალაუფლების უზურპაცია, სათანადოდ შეცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა და უზრუნველყოს დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყოვლად გაუმართლებელი და მცდარია ის, რაც ახლა ხდება რუსთაველის გამზირზე, სადაც ადამიანების, ხალხის ხალასი პროტესტი ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენა. მსგავს აქციას ჩვენ, ცხადია, არ ვუერთდებით.

ჩვენ გულწრფელ მხარდაჭერას ვუცხადებთ ზაზა სარალიძეს, მალხაზ მაჩალიკაშვილს და სხვას ყველას, ვისაც უბედურება მოუტანა საქართველოს რომელიმე ხელისუფლებამ. ჩვენ მათ ვპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლების მიერ ჩადენილი ამაზრზენი უსამართლობა ერთხელ და საბოლოოდ შეცვალოს კანონიერმა სამართლიანობამ. ჩვენი აზრით, ზაზა სარალიძეს მხარდაჭერა განსაკუთრებით ახლა სჭირდება, როცა ხორავას ქუჩაზე მომხადი საშინელება თანდათან საჯილდაო ქვად გაიხადეს წინა და ახლანდელმა ხელისუფლებებმა, მიხეილ სააკაშვილის ნაციონალურმა მოძრაობამ და ბიძინა ივანიშვილის ქართულმა ოცნებამ.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ზაზა სარალიძეს, მალხაზ მაჩალიკაშვილსა და მათ ბედქვეშ მყოფ ადამიანებს სამართალი გაუჩინოს დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფომ. ამ ადამიანებს შვილები მოუკლეს და მათდამი ხელისუფლების მიერ ჩადენილი არამარტო უსამართლობა, არამედ გამოჩენილი გულგრილობაც კი არის მათი სამოქალაქო მკვლელობა, რომელსაც ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული ანუ პროდასავლური ძალები და საზოგადოება, ყველანი ერთად აღვუდგებით წინ", - ნათქვამია განცხადებაში.

-

პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციურმა პარტიებმა აქციები დაანონსეს. მათი თქმით, ისინი „რეჟიმის დასამხობად“ გააგრძელენ ბრძოლას.

ვაკის პარკში შეკრებილები მოქალაქეები ემიჯნებიან აქციას, სადაც პოლიტიკოსების მონაწილეობენ.

„სოლიდარობა პოლიტიკოსების გარეშე“ - ისინი ზაზა სარალიძეს სოლიდარობას უცხადებენ და მოუწოდებენ, რომ მათთან ერთად დარჩეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^