
პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ ხვალ, 2 საათზე ის პრემიერ-მინისტრს კანცელარიაში შეხვდება.
„ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ხვალ ყველანი ერთად კანცელარიაში მივლენ, სადაც მოითხოვენ დაიწყოს დიალოგი მთავრობის გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ყოველ საღამოს გაგრძელდება სოლიდარობის ღონისძიებები. გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ პრემიერთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ, ისინი კანცელარიასთან მივლენ და მოთხოვნას გააჟღერებენ.
გიორგი ვაშაძემ ასევე განაცხადა, რომ თუკი საპასუხო ნაბიჯებს მთავრობა არ გადადგამს, მომდევნო კვირას, 10 ივნისს, 16 საათზე „მთელი საქართველო იდგება რუსთაველზე“.
„ეს არის ზაზას პოზიცია. ჩვენ მის გვერდით ვდგავართ“,- განაცხადა მან.