
პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ თუკი მათი მოთხოვნების საპასუხო ნაბიჯებს მთავრობა არ გადადგამს, მომდევნო კვირას, 10 ივნისს, 16 საათზე „მთელი საქართველო იდგება რუსთაველზე“.
„ეს არის ზაზას პოზიცია. ჩვენ მის გვერდით ვდგავართ“,- განაცხადა მან.
ცოტა ხნის წინ აქციაზე ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ ორშაბათს, 14 საათზე პრემიერ-მინისტრს შეხვდება. გიორგი ვაშაძის განმარტებით, ოპოზიციის ლიდერები ზაზა სარალიძესთან ერთად მივლენ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე და მას მთავრობის გადადგომის გეგმაზე დაელაპარაკებიან.