Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროფკავშირები: ხვალიდან ჭიათურელი მაღაროელების სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყება

03 ივნისი, 2018 23:44

გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 4 ივნისს, 08:00 საათზე ჭიათურელი მაღაროელების სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყება. მათივე ინფორმაციით, გაფიცვის პარალელურად ჭიათურის ცენტრში, გამგეობისა და კომპანიის სამმართველოს შორის არსებულ სკვერში საპროტესტო აქციებიც გაიმართება.

პროფკავშირების ცნობით, კომპანიასთან ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის წარმომადგენლები წელიწადზე მეტია მოლაპარაკებებს მართავენ. რამდენჯერმე იყო მომზადებული კოლექტიური ხელშეკრულების პროექტიც, თუმცა კომპანიის წარმომადგენლთა მხრიდან პროცესი ყოველთვის არაგონივრული და დაუსაბუთებელი მიზეზებით ხანგრძლივდებოდა.

„2018 წლის 17 აპრილს წამოიწყო კოლექტიური შრომითი დავა და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელის მოთხოვნით, საქმეში მედიატორი ჩაერთო. მედიაციის ფარგლებში მხარეთა შორის გაიმართა არაერთი შეხვედრა, თუმცა თანხმობა ვერ მიიღწა.

მაღაროელები, შრომით-სამართლებრივ, შრომის პირობებთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების გარდა ხელფასების მატებას 30%-ით ითხოვენ და ისინი ამას ასაბუთებენ შემდეგი არგუმენტებით:

1. 2014 წლიდან დღემდე, საქსტატის მონაცემებით სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასები გაზრდილია 15,2%-ით, ხოლო ამავე პერიოდიდან ჭიათურაში ხელფასები არც ერთხელ არ გაზრდილა.
2. 2014 წლის შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 450 ადამიანით არის შემცირებული, ხოლო საწარმო სიმძლავრეები არ შემცირებულა, ანუ თითოეული დასაქმებულის შრომის ნაყოფიერება გაზრდილია 13%-ით.
3. კომპანია მოპოვებულ მადანს აშშ დოლარში ყიდის, ხელფასები კი ანგარიშდება და გაიცემა ეროვნულ ვალუტაში. იქიდან გამომდინარე, რომ 2014 წელს 1 აშშ დოლარი ღირდა 1,7 ლარი, ხოლო მიმდინარე მომენტში ღირს 2,45 ლარი, კომპანიას, უკვე 4 წელია, სახელფასო ფონდის ორგანიზებისთვის ეხარჯება 400 000 აშშ დოლარით ნაკლები.

მოლაპარაკების ფარგლებში კომპანიის სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის მხრიდან გაკეთდა შემდეგი შემოთავაზებები: 

1. შრომის ანაზღაურების მატება 5%-ით,
2. სხვადასხვა სოციალური ბენეფიტები, რომელთა საერთო ხარჯი დამატებით დაახლოებით 4,5%-ია,
3. 2019 წლის 1-ელი იანვრიდან მოხდება შრომის ანაზღაურების ინდექსაცია იმავე ოდენობით, რამდენი პროცენტითაც დაფიქსირდება ინფლაცია 2018 წლის განმავლობაში.
4. დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ 2019 წლის 1-ელი იანვრიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ახალი გამამდიდრებელი ფაბრიკა ამუშავდება და კომპანიას მისცემს ფინანსურ ეფექტებს, კიდევ ერთხელ გადაიხედება შრომის ანაზღაურების მატების შესაძლებლობა.
5. სპეციალური მმართველი იღებს პასუხისმგებლობას, რომ საწარმო გეგმების კორექტირების პროცესში ჩართული იქნება პროფკავშირული ორგანიზაცია და ასევე დაინერგება გეგმის შესრულების კონტროლის ციფრული მექანიზმები.
6. სპეციალური მმართველი იღებს პასუხისმგებლობას, რომ დაინერგება კომპანიისა და დასაქმებულთა წარმომადგენლობას შორის ღირსეული და თანასწორუფლებიანობის პრონციპზე დაფუძნებული თანამშრომლობის სრულყოფილი მექანიზმები.

ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის კომიტეტი, რომელიც დასაქმებულთა ინტერესებს წარმოადგენს, კომპანიის შემოთავაზებას არ დაეთანხმა და 2018 წლის 4 ივნისიდან (08:00 სთ.) გაფიცვა გამოაცხადა.

ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია აცხადებს შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობის მზადყოფნას როგორც გაფიცვის დაწყებამდე, ასევე მას შემდეგაც, თუ კი კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი იქნება დავის საგანთან შეძლებისდაგვარად მიახლოვებული წინადადებები“, - ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^