თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობა გაჩერდა. „ლიბერალთან" საუბრისას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ადასტურებენ, რომ მეტრო დილის 6 საათზე არ გახსნილა, რის მიზეზებსაც თავად მოგვიანებით განმარტავენ.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტის ლინა ღვინიანიძის ინფორმაციით, მემანქანეები, რომელთაც უნდა გაეყვანათ მატარებლები, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გაიყვანეს.
მეტროს მემანქანეებმა გუშინ გაფიცვა და პარალელურად შიმშილობა დაიწყეს.