ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი კანცელარიის წინ შეკრებილ ადამიანებთან ჩავიდა. მისი თქმით, პრემიერი მზად არის, შეხვდეს მშობლებს და მათ კანონიერ წარმომადგენლებს.
უცნობია, რას გადაწყვეტს ამის შემდეგ ზაზა სარალიძე, რადგან, როგორც მან კანცელარიასთან მისვლის შემდეგ განაცხადა, ის პრემიერთან შესვლას მშობლებსა და პოლიტიკოსებთან ერთად გეგმავს.
თადუმაძის განცხადებით კი ირკვევა, რომ პრემიერი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს არ შეხვდება, ის მხოლოდ მშობლებისა და მათი კანონიერი წარმომადგენლების მისაღებად არის მზად.
კანცელარიასთან იმყოფებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც - ზაალ უდუმაშვილი და გიორგი ვაშაძე.