Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენის წარმომადგენელი: მემანქანეების გაფიცვა აბსოლუტურად კანონიერია

04 ივნისი, 2018 16:08

სახალხო დამცველის წარმომადგენელი თათული თოდუა გაფიცულ მემანქანეებთან მივიდა. მეტროს მემანქანეები სახალხო დამცველის წარმომადგნელთან შეხვედრას მოითხოვდნენ. თათული თოდუას განცხადებით, სახალხო დამცველი აქტიურად აკვირდება მიმდინარე პროცესებს. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც მემანქანეებს შეეზღუდათ სამუშაო საათებში გაფიცვის უფლება, არის საზიანო და საშიში პრეცედენტი. თოდუა ამბობს, რომ მემანქანეებს არ დაურღვევიათ კანონი, რადგან მათ გაფიცვა დაიწყეს არასამუშაო საათებში. 

„ჩვენთვის საინტერესო იყო, შეგვეფასებინა, რანდენად კანონიერ ჩარჩოში მიმდინარეობს დღევანდელი მოვლენები. მათ გაფიცვა დაიწყეს სწორედ დასვენების დროის განმავლობაში, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს ქმედებები აბსოლუტურად კანონიერების ფარგლებშია და, რა თქმა უნდა, შეუძლებელია საუბარი სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მასთან დაკავშირებით რაიმე პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებაზე. გაფიცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი უფლება, რომელიც აქვთ დასაქმებულებს და ამ უფლების რეალიზაციის ძირითადი არსი არის  ის, რომ დამსაქმებელზე რაც შეიძლება დიდი წნეხი განხორციელდეს და მას მიადგეს ზარალიც კი სამუშაოს შეუსრულებლობით, რათა დასაქმებულებმა დაიკმაყოფილონ თავიანთი ინტერესები“, - განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენლმა, თათული თოდუამ. 

თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხელფასის მატების მოთხოვნით გუშინ გაიფიცნენ. მათ შიმშილობა დაიწყეს. დღეს თბილისის მეტრო გაჩერდა, რადგან ღამენათევმა მემანქანეებმა განაცხადეს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება მოთხოვნას, რომელსაც მათ მეტროპოლიტენი შინაგანაწესით უწესებს. ამდენად, მათი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაფიცვაზე ნაწილობრივ დაწესებული აკრძალვა არ დარღვეულა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^