შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში დასრულდა. პირველი კომენტარი მედიასთან მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, შეხვედრას შს მინისტრიც ესწრებოდა. ზაზა სარალიძე ამ შეხვედრას არ დასწრებია, რადგან მხარეების შეთანხმებით, შეხვედრები გაიმართა ცალ-ცალკე.
„ჩვენ დეტალურად გავიარეთ იმ ნაწილზე, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხება და მისი უდანაშაულოდ ცნობას. მოგვცა პირობა, რომ პირად კონტროლს გაუწევს ამ საქმეს. მისი ადამიანური პირობა იყო, რომ უახლოეს პერიოდში ამ საკითხზე გააკეთებს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს." - განაცხადა კუბლაშვილმა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამუშაო ფორმატში გადასვლა არის მნიშვნელოვანი. ხელისუფლების მხრიდან მივიღეთ დაპირება, რომ კონტროლზე აიყვანს გამოძიებას და შეეცდება, ეს კრიტიკა და ხარვეზები გაიაროს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებთან. მივიღეთ პირობა, რომ პანკისის ხეობაში ხელისუფლების პოლიტიკა უფრო ჰუმანური და სოციალური პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული გახდება. რა ვადებში იქნება ეს ცვლილებები, არ უთქვამს, თუმცა აღინიშნა, რომ - გონივრულ ვადებში. შს მინისტრმა ასევე ჩაინიშნა ჩვენი კრიტიკაც. კონკრეტული პასუხები არ მიგვიღია, რადგან პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური არ ესწრებოდა შეხვედრას. ჩვენ გავაჟღერეთ ძირითადი საკითხები - საქმესთან დაკავშირებული ნივთმტკიცებების დაზიანების საკითხი და მოვითხოვეთ წვდომა საიდუმლო მაასალებზე, რაც ეფექტიანი კონტროლისთვის მნიშვნელოვანია." - თქვა თამთა მიქელაძემ.
]