Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებისთვის ისინიც მზად არიან

04 ივნისი, 2018 17:02

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მათ შეხვედრასთან და მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მემანქანეებს საკუთარი მზაობა წერილობით დაუდასტურეს. თუმცა არ აკონკრეტებენ, როდის ან სად შეხვდენიან გაფიცულ მემანქანეებს.

პროფკავშირის გამგეობის წარმომადგენელი კი ამბობს, რომ წერილობითი დასტურის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. 

„ლიბერალი“ ერთ საათზე მეტია, მერიის პრესსამსახურთან ცდილობს იმის გარკვევას, შეხვდებიან თუ არა მერიის წარმომადგენლები გაფიცულ მემანქანეებს. თუმცა უწყებაში არ გვპასუხობენ, რას აპირებენ ისინი. 

დღეს გაფიცულ მემანქანეებს პარლამენტის დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი და თბილისის საკრებულოს წევრი ოთარ გრიგოლია შეხვდნენ. მათ მემანქანეებს კომპანიასთან მოლაპარაკებისას შუამავლობა შესთავაზეს და თანხმობა მიიღეს. 

თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხელფასის მატების მოთხოვნით გუშინ გაიფიცნენ. მათ შიმშილობა დაიწყეს. დღეს თბილისის მეტრო გაჩერდა, რადგან ღამენათევმა მემანქანეებმა განაცხადეს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება მოთხოვნას, რომელსაც მათ მეტროპოლიტენი შინაგანაწესით უწესებს. ამდენად, მათი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაფიცვაზე ნაწილობრივ დაწესებული აკრძალვა არ დარღვეულა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^