Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ნინო ლომჯარიას მიმართ ასე არ უნდა მოქცეულიყავით“ - დადუნაშვილის მამა ვაკის პარკის აქციაზე

04 ივნისი, 2018 23:56

ვაკის პარკში გამართულ აქციაზე მივიდა ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ლევან დადუნაშვილის მამა.

დავით დადუნაშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა, მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და დაამატა, რომ ლომჯარიასთვის შეურაცხყოფა არ უნდა მიეყენებინათ.

„ყველას მადლობას გეტყვით. მე პრემიერთან ვიყავი შეხვედრაზე და არ შემეძლო არ მოვსულიყავი აქ. ერთი ისაა, რომ მაჩალიკაშვილიც და ზაზაც სიმართლეს ეძებენ. ის სიმართლე მათ აუცილებლად უნდა გაიგონ. უყურადღებობა რომაა დაშვებული, ამას მთავრობა არ უარყოფს. მე მჯერა რომ ისინი ამას ყურად იღებენ და გამოასწორებენ.

კიდევ ერთი მინდა ვთქვა, ეს მქონდა გულში. ნინო ლომჯარიას მიმართ ასე არ უნდა მოქცეულიყავით, მან ჩემთვის და ამ საქმისთვის ბევრი გააკეთა. კაცები, ახალგაზრდები, ქართველი კაცები იმით გამოირჩევიან, რომ ქალების მიმართ ყოველთვის უფრო მიმტევებლები უნდა იყვნენ. ეს მინდოდა აღმენიშნა. თქვენ კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ“, - მიმართა დადუნაშვილის მამამ ვაკის პარკში შეკრებილებს.

ვაკის პარკში მეორე დღეა იმართება აქცია - „სოლიდარობა პოლიტიკის გარეშე“. იქ შეკრებილები პარლამენტთან გამართულ აქციაზე ოპოზიციის ყოფნას ეწინააღმდეგებიან. ორგანიზატორების განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ იქ დგომის მორალური უფლება არ აქვს.

კვირას ვაკის პარკში სახალხო დამცველთან ერთად მივიდა მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე. აქციის მონაწილეებმა ზაზას მოწუოდეს, რომ მათთან დარჩენილიყო და რუსთაველზე არ დაბრუნებულიყო. სარალიძემ აქცია მაინც დატოვა და შეკრებილებს უთხრა, რომ სახლში აპირებდა წასვლას. ამის შემდეგ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნინო ლომჯარიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^