
თბილისის მეტრო ხვალ, 5 ივნისსაც არ იმუშავებს.
თბილისის მერის, კახა კალაძისა და მეტროს თანამშრომლების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. კალაძემ მემანქანეებს ხელფასების გადახედვა 2019 წლიდან შესთავაზა, რაზეც მემანქანეები არ დათანხმდნენ, შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს და გაფიცვას აგრძელებენ.
მეტრო 4 ივნისიდან გაჩერებულია. მეტროს მემანქანეები გაფიცულები არიან, პარალელურად შიმშილობენ. ისინი ხელფასის გაზრდას ითხოვენ.