Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არასამთავრობო ორგანიზაციები თეა წულუკიანის გადადგომას მოითხოვენ

05 ივნისი, 2018 11:52

ათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომას მოითხოვს. მათ შორის არიან EMC, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ფონდი - ღია საზოგადოება საქართველო“, ISFED.

„ვილაპარაკეთ იმ კრიზისზე, რომელიც იუსტიციის სამინისტროს გამო შეიქმნა ქვეყანაში. ნარკოპოლიტიკის რეფორმა, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხი, სასამართლო სისტემაში ჩავარდნილი რეფორმები, რაზეც პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს იუსტიციის სამინისტრომ რადგან ყველა ამ პროცესში ის იყო წამყვანი რეფორმების ნაწილში“, - განაცხადა EMC-ის წარმომადგენელმ, სოფო ვერძეულმა. 

მისივე თქმით,  მეხუთე პროკურორი იცვლება ამ ხელისუფლების პირობებში და ყველა მთავარი პროკურორის ნომინირებაში გარკვეულწილად იუსტიციის მინისტრი იყო უშუალოდ ჩართული, რაც მიანიშნებს, რომ შერჩევის ეტაპზეც იყო პრობლემა. ვერძეული აღნიშნავს, რომ მათ არ მიუღიათ ოფიციალური მიწვევა პროკურორის შესარჩევად. 

„სტრასბურგის მოსამართლეების შერჩევის პროცესი, რომელიც ორჯერ ჩატარდა, ორჯერვე სერიოზული ხარვეზებით მიმდინარეობდა იუსტიციის სამინისტროს და მოქმედი მინისტრის პირობებში. ეს არის ის არგუმენტები, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ მოცემულ მომენტში არანაირი მოლოდინი საზოგადოებას ამ პროცესების ობიექტურად წარმართვის არ ექნება.

მისი თქმით, პროკურორის შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად ვოფიციალურად არ მიუღია მიწვევა. ვერძეულის თქმით, ამ სიამაც გარკვეული კითხვები გააჩინა, თუ რა პრინციპით შეარჩია მინისტრმა, ვის დაუძახებდა და ვის არა. 

„როგორც ჩანს, ამ კრიზისის ფონზეც კი, მინისტრი ვერ ახერხებს, იყოს ღია და გახსნილი ყველა ჯგუფისთვის, ამიტომ ვთქვით, რომ ჩვენ კონსტულტაციებში, რა თქმა უნდა, მზად ვართ, ჩავერთოთ, თუმცა არა იუსტიციის სამინისტროს ამ ხელმძღვანელობის პირობებში.  უნდა გაიზიარონ პასუხისმგებლობა და მინისტრი უნდა შეიცვალოს.

მოთხოვნაა მინისტრის გადადგომა და ახალი იუსტიციის მინისტრის პირობებში მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის დაწყება“, - განაცხადა ვერძეულმა. 

ვერძეულის თქმით, პროკურორის კანდიდატურას, ჯერჯერობით, არ დაასახელებენ,  რადგან ამ პროცესში ვერ ხედავენ კონკრეტულ კანდიდატებზე მსჯელობის რესურსს და აზრს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^