Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„წულუკიანს მაგიდასთან არ დავუსხდებით" - NGO-ები პროკურორის შერჩევაში მონაწილეობაზე უარს ამბობენ

05 ივნისი, 2018 12:11

ჩვენ თეა წულუკიანს კონსულტაციების მაგიდასთან არ დავუსხდებით და უარს ვამბობთ ამ პროცესში მონაწილეობაზე,- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. განცხდებას 10 არასამთავრობო ორგანიზაცია შეურთდა. 

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ როდესაც საუბარია იმ მოცემულობაზე, სადაც დღეს ვიმყოფებით, აუცილებლად უნდა შევხედოთ მის მიზეზებს. მიზეზი არის ის, რომ წლების განმავლობაში ამ ქვეყანაში მართლმსაჯულების რეფორმა იყო აბსოლუტურად არაეფექტიანი. ზუსტად ამიტომ, ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რომელიც გვაქვს სასამართლოში, პროკურატურაში. ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან ბევრ გამოუძიებელ საქმეზე და ვსაუბრობთ ადამიანის უფლებების დარღვევის კონკრეტულ შემთხვევებზე. ამის მიზეზი არის ზუსტად ის, რომ აქამდე არ არსებობდა პოლიტიკური ნება იმისა, რომ სახელმწიფოში ჩატარებულიყო ეფექტიანი მართლმსაჯულების რეფორმა.

ჩვენ მივმართავთ საქართველოს მთავრობას, გადააყენოს იუსტიციის მინისტრი იმიტომ, რომ მან წლების განმავლობაში ვერ გაართვა თავი იმ მნიშვნელოვან მისიას, რასაც მართლმსაჯულების სექტორში რეფორმა ჰქვია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პირობების გათვალისწინებით, არ არის სწორი თუკი კონსულტაციაში ჩავერთვებით მასთან მთავარი პროკურორის არჩევის პროცესში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ეს ადამიანი არ იქნება მიმართული იმისკენ, რომ მართლაც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ღირსეული მთავარი პროკურორი აარჩიოს. ამიტომ, ჩვენ მას კონსულტაციების მაგიდასთან არ დავუსხდებით და უარს ვამბობთ ამ პროცესში მონაწილეობაზე", - განაცხადა ეკა გიგაურმა.


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^