
საოკუპაციო ხაზის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული სასულიერო პირი გაათავისუფლეს. ამის შესახებ „ლიბერალს“ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
შემთხვევა ქარელის რაიონში მოხდა, საოკუპაციო ხაზის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დღეს დირბის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღოლი იოანე (ერობაში ნიკოლოზ ოხანაშვილის) დააკავეს. სუს-ის ცნობით, მეორე პირი, სოფელ ხურვალეთის მკვიდრი ამ ეტაპზე დაკავებული რჩება.