„შეთანხმება მიღწეულია, მეტროპოლიტენი დღეს ამუშავდება, 14:00 საათისთვის“, - განაცხადა „ერთობა 2013-ის“ თავმჯდომარე რატი კაპანაძემ.
„შეხვედრაზე მოისმინეს პრობლემები და აიღეს პასუხისმგებლობა ამ პრობლემების მოგვარებაზე. არის ნდობის საფუძველი და ჩვენ ვენდობით მერს, ეტპობრივად მოხდება ამ პრობლემის მოგვარება მათი მხირდან, გაიმართება სამუშაო შეხვედრებიც, სადაც გადაიჭრება ეს საკითხი. ძირითადი საკითხი, რაც დავაყენეთ, არის სამუშაო პროცესში და დარწმუნებული ვართ, ერთობლივი მუშაობით ზუსტად ის მარჟა, რაც ჩვენი მინიმუმი იყო დაყენებული, შესრულდება“, - განაცხადა რატი კაპანაძემ.
მემანქანეებისა და მერის შეხვედრა გვიან ღამით დაიწყო და მათ აღნიშნული განცხადება ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ, დღეს დილით გააკეთეს.
თბილისის მეტროს მემანქანეები ხელფასის 45%-იან მატებას ითხოვდნენ.
გუშინ მემანქანეებმა „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ თუ მხარეებს შორის დოკუმენტურად გაფორმდებოდა შეთანხმება, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან ხელფასები გაიზრდებოდა, მუშაობას განაახლებდნენ.