თბილისის მეტრომ 14:00 საათზე მუშაობა განაახლა. თბილისის მეტროს მემანქანეები 3 ივნისიდან პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ. ისინი ხელფასის 45%-იან ზრდას მოითხოვდნენ.
გუშინ ღამით მემანქანეებსა და მერიას შორის შეხვედრა გაიმართა. „ერთობა 2013“ ხელმძღვანელმა რატი კაპანაძემ დღეს განაცხადა, რომ შეხვედრაზე მერმა პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგებლობა აიღო.
„ვენდობით თბილისის მერის დაპირებას და მის სიტყვას“, – ამის შესახებ აღნიშნულია „ერთობა 2013“-ის განცხადებაში, რომელსაც ისინი მეტროს მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით ავრცელებენ.