დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ქალაქის მთარობის სხდომაზე განაცხდა, რომ მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა მეტროს მემანქანეების სამუშაო პირობები იყოს გაუმჯობესებული.
„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ სამუშაო პირობები მემანქანეებისთვის იყოს გაუმჯობესებული. დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესება, ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო და ყველა განცხადებაში მე ამას ვაფიქსირებ. მე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მემანქანეს, რადგან მათ გაიაზრეს არსებული მდგომარეობა და მოხდა შეთანხმება. შეიძლება ითქვას რომ ჩვენ მიმავღწიეთ გარკვეულ კომპრომისს და შედეგი გვაქვს სახეზე, რომ მეტრო დღეს ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას“, - გაანცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაის მერმა ასევე მადლობა გადაუხადა ავტობუსის მძღოლებსა და დედაქალაქს მოსახლეობას მხარდაჭერისთვის.
თბილისის მეტრომ 14:00 საათზე მუშაობა განაახლა. თბილისის მეტროს მემანქანეები 3 ივნისიდან პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ. ისინი ხელფასის 45%-იან ზრდას მოითხოვდნენ.
წუხელ მემანქანეებსა და მერიას შორის შეხვედრა გაიმართა. „ერთობა 2013“ ხელმძღვანელმა რატი კაპანაძემ დღეს განაცხადა, რომ შეხვედრაზე მერმა პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგებლობა აიღო.
„ვენდობით თბილისის მერის დაპირებას და მის სიტყვას“, – ამის შესახებ აღნიშნულია „ერთობა 2013“-ის განცხადებაში, რომელსაც ისინი მეტროს მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით ავრცელებენ.
ამავე თემაზე:
„ერთობა 2013“: ვენდობით თბილისის მერის დაპირებას და მის სიტყვას