Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იზრდება თუ არა პარლამენტის წევრის ხელფასი? - დეპუტატები 4624 ლარს უკვე იღებენ

06 ივნისი, 2018 22:39

მოქალაქეთა ჯგუფი „დეპუტატთა ხელფასის გაზრდის“ გასაპროტესტებლად აქციის გამართვას გეგმავს. თუმცა, ტექნიკურად, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ პროექტის თანახმად, დეპუტატების ხელფასი არ იზრდება.

 „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ პროექტში აღნიშნულია, რომ „პარლამენტის წევრის გასამრჯელო შეადგენს 4624 ლარს. პარლამენტის წევრს, აგრეთვე, მიეცემა პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხა“.

„ლიბერალი“  IDFI-ის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელ საბა ბუაძეს ესაუბრა, რომელიც განმარტავს, რომ ამ მოწვევის პარლამენტის რიგითი წევრები (თანამდებობის არმქონე დეპუტატები), ამ თანხას (4624 ლარი) უკვე ისედაც იღებენ. მისივე განმარტებით, 2017 წლის ბოლოს მიღებული „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონის“ შესაბამისად, მათ ანაზღაურების 8000 ლარამდე გაზრდის შესაძლებლობა მიეცათ, უფრო მაღალი თანამდებობის პირს კი - 10 000 ლარამდეც.

ბუაძე აღნიშნავს, რომ დეპუტატების თანამდებობრივი სარგოს თვალსაზრისით, რეგლამენტის პროექტს ცვლილებები არ შემოაქვს, თუმცა მასში ჩნდება ბუნდოვანი ჩანაწერი:

როგორ იცვლებოდა ჩანაწერი დეპუტატების ანაზღაურების შესახებ - საბა ბუაძის განმარტებით,

  • დეპუტატების ანაზღაურება განისაზღვრებოდა თანამდებობრივი სარგოთი და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხით (სადეპუტატო დანამატი)
  • 2018 წლის 5 იანვარს, პარლამენტის ბიურის გადაწყვეტილებით, დეპუტატთა შორმის ანაზღაურების პრინციპი შეიცვალა - გაუქმდა სადეპუტატო დანამატი და ბინის ქირისთვის გამოყოფილი თანხა, იგი შრომის ანაზღაურებაში გაერთიანდა (თანხა არ შეცვლილა)
  • პარლამენტის რეგლამენტის ახალი პროექტით, დეპუტატის გასამრჯელო იგივე რჩება, თუმცა ბრუნდება სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების ცნება

„სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების ცნაბა ბუნდოვანია, რადგან [საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ] კანონი ამბობს, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, მათ შორის დეპუტატებზე, არ შეიძლება პრემიისა და დანამატის გაცემა. რას წარმოადგენს ეს (სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების) თანხა, არის გაუგებარი“ - ამბობს ბუაძე.

რეგლამენტის პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „პარლამენტის თანამდებობის პირთა გასამრჯელო კონკრეტული თანამდებობისათვის გამოიანგარიშება პარლამენტის წევრის გასამრჯელოს გამრავლებით პარლამენტის თანამდებობათა კატეგორიების კოეფიციენტზე. პარლამენტის თანამდებობათა კატეგორიების კოეფიციენტებს პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო“.

თანამდებობათა კატეგორიების კოეფიციენტები შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში არსებული შემდეგი ცხრილით განისაზღვრება. მაგალითისთვის, ცხრილით წარმოდგენილი კოეფიციენტები მიანიშნებს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრს ანაზღაურების გაზრდა მაქსიმუმ 8 000 ლარამდე შეუძლია, პარლამენტის თავმჯდომარეს კი -  არაუმეტეს 10 000 ლარამდე.

„ლიბერალი" საქართველო პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი კახიანს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ „თანხა იქნება ზუსტად იგივე, რაც არის დღეს". 

„ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ დეპუტატების ხელფასი არ იზრდება არც ერთი კაპიკით. გაზრდაზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი. რაც „ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, პარლამენტის დეპუტატის ხელფასი არ გაზრდილა. მე არ ვიცი, რატომ მოჰყვა ასეთი ინტერპრეტაცია, თითქოს ხელფასი იზრდება. ან ვერ ერკვევიან საკითხში, ან ვინმე ამას მიზანმიმართულად აკეთებს" - ამბობს კახიანი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^