Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება ელისო კილაძის წინააღმდეგ ქარტიამ დასაშვებად ცნო

07 ივნისი, 2018 12:46

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად ცნო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება გაზეთ „ქრონიკა +-ის" მთავარი რედაქტორისა და სტატიის ავტორის, ელისო კილაძის წინააღმდეგ.

როგორც ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სადავო გახდა მასალა, რომელიც „ქრონიკა +-მა" 5 ივნისს გამოაქვეყნა სათაურით, „კორუფცია VS მართლმსაჯულება“ დაიჭერენ თუ არა დიმიტრი ქუმსიშვილს და ზურაბ ალავიძეს?" სტატია ეხება თბილისში, 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის გამოძიებასა და სასამართლო პროცესში დიმიტრი ქუმსიშვილის ჩართულობას, რაც განმაცხადებლის მტკიცებით, არ შეესაბამება სიმართლეს.

მათივე ცნობით, დიმიტრი ქუმსიშვილი მიიჩნევს, რომ ელისო კილაძემ დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები, ვინაიდან გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა.

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება დასწრება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^