„10 ივნისამდე ველოდები კონკრეტულ ნაბიჯებს. გამოძიების შედეგები მე ძალიან კარგად ვიცი. ჩემი გეგმებიც ყველამ ძალიან კარგად იცის", - ამბობს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლის მამა ზაზა სარალიძე.
როგორც მან პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარესთან, სერგი კაპანაძესთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა, ხელისუფლებას 10 ივნისამდე მისცა ვადა და დაუსახელა პირები, რომელთა დაკავების სრული საფუძველი აქვთ.
„ამ პირებს თუ არ დააკავებენ, გაგრძელდება აქციები, სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით", - აცხადებს ზაზა სარალიძე.