გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავარიის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა. შსს-ს ინფორმაციით, ოთხი დაღუპულიდან ერთი არასრულწლოვანია. შსს-ს ცნობით 16 დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მიკროავტობუსს, რომელსაც თბილისიდან კახეთში ბავშვები ექსკურსიაზე მიყავდა, ხევში გადავარდა. მიკროავტობუსში მოსწავლეები და მათი მშობლები იმყოფებოდნენ.