რამდენიმე წუთის წინ ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით გამართულ აქციაზე ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდნენ.
მათ აქციაზე შეკრებილებს მიმართეს.
ზაზა სარალიძის თქმით, არ არის საკმარისი ის ნაბიჯები, რაც ხელისუფლებამ გადადგა და მოითხოვს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას.
„მან კიდევ დაგვიკიდა ფეხებზე და სცადა ჩემი შვილის სულში ჩაფურთხება" - თქვა სარალიძემ.
„არ შეესაბამება ეს ადამიანი ამ თანამდებობას, ის ცდილობს ჩვენს მოტყუებას და ამის საშუალებას არ მივცემთ" - მიმართა სარალიძემ მხარდამჭერებს.