თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის არგუმენტები და აღკვეთის ღონისძიების სახით მირზა სუბელიანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატები სასამართლოს სუბელიანის მიმართ 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას სთავაზობდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ფორმალური საფუძველი იმისა, რომ მის მიმართ პატიმრობა ყოფილიყო გამოყენებული, არ არსებობდა. როგორც პროცესის შემდეგ ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეთანხმებით გადაწყვეტს გაასაჩივრებს თუ არა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას.
პროკურატურის ყოფილ თანამშრომელს გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. იგი გუშინ, 9 ივნისს დააკავეს, ამ დანაშაულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლი ითვალისწინებს და სასჯელად ჯარიმა ან 4 წლამდე პატიმრობაა განსაზღვრული.