„დანანებით მინდა ვთქვა, რომ არცერთ ამ არასამთავრობო ორგანიზაციას და არცერთ პოლიტიკოსს ბოლომდე არ უნდა გაიგოს და ჩახედოს ხორავას ტრაგედიას" - ასე აფასებს ისუტციის მინისტრი თეა წულუკიანი იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს და პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მის გადადგომას მოითხოვენ.
„მათ დაწყებული აქვთ მოანწილეობა ბრძოლაში, რომელსაც ჰქვია ძალაუფლებისთვის ბრძლა და ჩემთვის უკვე ნათელია პრეზიდენტის გამოსვლით, რომ საპრეზიდენტო სკამისთვის ომი მათ გახსნეს" - თქვა თეა წულუკიანმა „იმედის კვირისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ხორავას ქუჩის ტრაგედიას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს.
„ეს არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ტრაგედიაც. თავიდან შეეცადნენ, ეს საქმე შეედარებინათ გირგვლიანისთვის, თუმცა არ გამოვიდა, რადგან გირგვლიანი მოკლა სახელმწიფომ, მთავრობის მაღალჩინოსნებმა. ხორავას ქუჩის ტრაგედიაში მოანწილეობდნენ მხოლოდ ბავშვები.
ახლა პოლიტიკოსებს ისღა დარჩენიათ, ვინც გადაწყვიტა, რომ სააკაშვილის მიერ დაგეგმილ სცენარში მიიღოს მონაწილეობა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისას უნდა დაიწყოს „ქართლი ოცნების" დემონტაჟი, რომ ეს საქმე გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. აი ეს ბრძოლა მიმდინარეობს დღეს" - თქვა წულუკიანმა.
ერთი კვირის წინ თეა წულუკიანის თანამდებობიდან გადადგომა 10-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ და რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ მოითხოვა. დღეს წულუკიანის გადადგომის მოთხოვნა აქციაზე ზაზა სარალიძემაც გააჟღერა.