
საქართველოში სტარბაქსი შემოდის. ყავის ამერიკულ კომპანიას საქართველოში ოპერირებას გაუწევს კომპანია Shaya Turkey, აღნიშნული კომპანია „სტარბაქსის“ დისტრიბუტორია აზერბაიჯანსა და თურქეთში. კომპანია 2002 წელს ქუვეითში „ალშაიას ჯგუფმა“ დაარსა. კომპანია თურქეთში Pinkberry-ის, „ვიქტორია სეკრეტის“ და სხვა ბრენდების ფრენჩაიზების მფლობელია.