
ამ წუთებში პარლამენტთან მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკა მელია დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მასთან ერთად სხვა პირებიც არიან დაკავებულები.
პარლამენტის წინ რამდენიმე კარავია გაშლილი. დღეს ამ ტერიტორიაზე „ნუ მომკლავ" აქციის გამართვა დაგეგმილი.
დღეს, ასევე დააკავეს ზვიად კუპრავა და სხვა სამი პირი. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.