Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს-მ რუსთაველზე ინტერპოლით ძებნილი, მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის ბრალდებული დააკავა

11 ივნისი, 2018 18:15

„დღეს რუსთაველის გამზირზე დააკავეს ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის ძებნილი პირი" - ამის შესახებ ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. 

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პირი სამართალდამცველებმა იმ დროს შეაჩერეს, როცა რუსთაველის გამზირზე არსებულ აქციას ურთდებოდა. 

„პიროვნების იდენტიფიცირებისას, მოქალაქემ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც ადგილზე დააკავეს. შემოწმებისას მას ცივი იარაღი - დანა აღმოაჩნდა" - აცხადებენ შსს-ში. 

სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე დღეს პოლიციამ სხვა ძებნილიც დააკავა.

„სამართალდამცავებმა პარლამენტის წინ გაშლილ კარავში ქურდობისთვის ძებნილი 1994 წელს დაბადებული პირი იმ დროს დააკავეს, როცა აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკება მოხდა. იგი 5 ივნისიდან ქურდობის ფაქტზე იძებნებოდა" - აცხადებენ შსს-ში. 

მათივე თქმით, კარავში აქციის მონაწილეებს შორის ურთიერთშელაპარაკებისას ასევე დაკავებულია ქურდობისთვის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1996 წელს დაბადებული პირი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^