Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კობახიძე: მოხდა ნიკა მელიას განრიდება ერთ-ერთ განყოფილებაში

11 ივნისი, 2018 19:54

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მელიასთან დაკავშირებულ   ქმედებასთან დაკავშირებით განმარტება შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღო. ნიკა მელია პარლამენტის წინ აქციიდან სამართალდამცავებმა გაიყვანეს. 

„მე დავინტერესდი მყისიერად, მომხდარით, დავუკავშირდი შინაგან საქმეთა მინისტრს, გვქონდა მასთან შეხვედრა და მივიღე განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით, დეტალებთან დაკავშირებით. საქმე იყო შემდეგში: ადგილი ჰქონდა შემთხვევის ადგილზე სამართალდარღვევას ანუ კანონის მოთხოვნათა დარღვევას, იყო გარკვეული ქმედებები განხორციელებული შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მიმართ და იმისთვის, რომ აღკვეთილიყო სამართალდარღვევა, საჭირო იყო პარლამენტის წევრის განრიდება ადგილიდან.

მოხდა გადაყვანა, შესაბამისად, სხვა ლოკაციაზე, ეს იყო ერთერთი განყოფილება და მყისიერად იქნა ბატონი ნიკა მელია გათავისუფლებული ამ ინციდენტის შემდეგ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს წევრებს, ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტი ყველა დეტალით დაინტერესდება. მისი თქმით, ძალის გამოყენება არის ხელისუფლების პრეროგატივა, მაგრამ მთავარია არ მოხდეს ძალის არათანაზომიერი გამოყენება. 

„ყველა დეტალით დავინტერესდებით. ძალის გამოყენება არის, ზოგადად, ხელისუფლების პრეროგატივა, მთავარია, არ მოხდეს ძალის არათანაზომიერი გამოყენება და ბუნებრივია, ამ კუთხით ჩვენ დავინტერესდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გვექნება კომუნიკაცია და ამის საფუძველზე გაირკვევა დეტალები. კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, პროტესტი არის ყველას უფლება, ეს არის კონსტიტუციური უფლება, მთავარია, პროტესტის გამოხატვისას არ გავცდეთ ჩვენ კანონის მოთხოვნებს, ეს არის ერთ მხარეს მნიშვნელოვანი, მეორე მხარეს არის მნიშვნელოვანი ის, რომ ძალის გამოყენებისას არ დაირღვეს თანაზომიერების პრინციპი - ამ პროცესებს, ჩვენ, პარლამენტის კუთხით, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^