Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს ისტორიულ სამიტზე შეხვდნენ

12 ივნისი, 2018 12:14

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილო კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ისტორიულ სამიტზე ერთმანეთს შეხვდნენ. 

მოლაპარაკების დაწყებამდე ლიდერები ერთმანეთს  მიესალმნენ. „ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ჩვენ ძალიან  მნიშვნელოვანი საუბარი გვექნება და წარმატებულიც“, - განაცხადა ტრამპმა.   ჩრდილო კორეის ლიდერმა უპასუხა, რომ იქ ყოფნა მისთვის ადვილი არ არის, მაგრამ, მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ  გადალახავენ ამ დაბრკოლებებს. 

ამის შემდეგ ლიდერები ერთმანეთს პირისპირ შეხვდენენ და 40 წუთის განმავლობაში საუბრობდნენ. შემდეგ მათ დელეგაციის სხვა წევრებიც შეუერთდნენ. 

ლიდერებმა სამიტზე ქვეყნებს შორის დაძაბულობის განმუხტვისა და ბირთვული განიარაღების საკითხები განიხილეს, შემდეგ კი ლიდერებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, ერებს შორის ახალი ურთიერთობის დაწყებისთვის. ამ დოკუმენტის მიხედვით, ფხენიანმა უნდა იმუშაოს სრულ, შეუქცევად ბირთვულ განიარაღებაზე, რაც აშშ-ის მოთხოვნაა. 

როგორც BBC  წერს, შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა მცირე კომენტარი გააკეთეს მედიასთან, მაგრამ არაფერი თქვეს დოკუმენტზე, რომელსაც ხელი მოაწერეს. 

„ვფიქრობ, ორივე მხარისთვის შედეგი იქნება შთამბეჭდავი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. მან ასევე თქვა, რომ მზად არის, კიმ ჩენ ინი მიიწვიოს თეთრ სახლში. 

„ჩვენ გადავწყვიტეთ, წარსული უკან დავტოვოთ. მსოფლიო დიდ ცვლილებეს იხილავს“, - განაცხადა კიმ ჩენ ინმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^